“რომელიმე ქვეყანაში ხდება ასეთი რამ?” – მოჭადრაკე ბათუმის მერიის ტურნირს უჩივის
მოჭადრაძე თამუნა ესაძე ბათუმის მერიის ტურნირზე მომხდარ უსამართლობაზე წერს.
“გამარჯობა მეგობრებო, მინდა მოგიყვეთ მორიგი უსამართლობის შესახებ რაც გადამხდა ბათუმის მერიის თასის 2022 წლის ტურნირზე.
მთლიანი ოფენ ტურნირის მეორე ადგილი დავიკავე (სადაც პრიზი იყო 1300 ლარი) და დამაჯილდოვეს როგორც ქალთა 1 ადგილზე გასული (პრიზი 900ლარი). ოფიციალური დებულების მიხედვით(რომელიც კვლავ უცვლელად უდევთ ოფიციალურ საიტზე) მეკუთვნოდა რომ დავჯილდოვებულიყავი როგორც მთლიანი ტურნირის მეორე ადგილოსანი,როდესაც დავიწყე გასაჩივრება და მივმართე ორგანიზატორს მითხრეს რომ მთავარმა მსაჯმა ეს გამოგვიცხადა პირველი ტურის დაწყებამდე რომ ქალი კაცთა პრიზს ვერ აიღებდა.
გთხოვთ მითხარით რომელიმე ქვეყანაში ხდება ასეთი რამ? რომ ოფიციალურ დოკუმენტს (რისი გაცნობის შემდეგაც იღებ ადამიანი გადაწყვეტილებას მიიღო მონაწილეობა თუ არა ტურნირში) ცვლიან უბრალოდ სიტყვიერი გამოცხადებით? რომელიც შეიძლება მონაწილეების უმეტესობამ ვერც მოისმინა თამაშისთვის კონცენტრაციის ან სხვა მიზეზებისდა გამო? მაგრამ ამას რა აზრი აქვს, ნუთუ ეს ქალთა უფლებების დარღვევა არ არის? რას ნიშნავს ქალს არ შეუძლია მამაკაცთა პრიზის აღება? ან ვის გაუგია ოფიციალური დებულების შეცვლა სიტყვიერად პარტიის დაწყების წინ?”.
ტურნირის ოფიციალურ წარმომადგენლებს საპასუხო კომენტარი არ გაუვრცელებიათ.
ფოტო: საჭადრაკო კლუბი ნონა