რომელმა ქართულმა გუნდმა შეამცირა ხელფასები ყველაზე მეტად?
ეროვნული ლიგის გუნდებმა ფეხბურთელებს ხელფასები პანდემიის გამო გარკვეული პროცენტებით შეუმცირეს.
ფეხბურთელებისთვის ხელფასების შემცირების ამბავს თბილისის “ლოკომოტივში” მთავარი მწვრთნელის, ლევან კორღალიძის წასვლა მოჰყვა. სწორედ “ლოკომოტივმა” შეამცირა ანაზღაურება ყველაზე მეტად, 70%-ით.
“დინამო ბათუმმა”, “დინამო თბილისმა”, “სამტრედიამ” და “საბურთალომ” მოთამაშეებზე გასაცემი თანხა 50%-ით შეამცირეს.
“თელავმა” 25-დან 50%-მდე, “დილამ” კი დაახლოებით 10%-დან 30%-მდე.
საჩხერის “ჩიხურაში” სახელფასო ფონდი არ შეცვლილა და ხელფასები სრულად ირიცხება.
რთულია საუბარი, რა სიტუაციაა ქუთაისის “ტორპედოში”, რომლის იტალიელი ინვესტორი ბოლოს საგარანტიო დოკუმენტის გადაცემას ითხოვდა, თუმცა, უცნობია, მიიღო თუ არა. ფაქტია, “ტორპედოს” ფეხბურთელებს პროტესტი ბოლო 2 თვის განმავლობაში, არ გამოუთქვამთ.
თბილისის “მერანი” ელიგის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი კლუბია და დაფინანსების უდიდესი წყარო საფეხბურთო განვითარების ფონდი გახლავთ.