რომში პაპის მიერ ორგანიზებული საქველმოქმედო მატჩი გაიმართა (ვიდეო)
რომის პაპის, ფრანცისკეს ორგანიზებით 12 ოქტომბერს, რომში, “სტადიო ოლიმპიკოზე” საქველმოქმედო მატჩი გაიმართა, რომლიდანაც მიღებული თანხა 24 აგვისტოს იტალიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს გადაერიცხათ.
მატჩში მსოფლიოს ყველა დროის გამოჩენილმა ვარკსვლავებმა მიიღეს მონაწილეობა: დიეგო მარადონა, რონალდინიო, ფრანჩესკო ტოტი, ხუან სებასტიან ვერონი და სხვები.
“თეთრი გუნდი”: ბიცარი, ძამბროტა, მარკესი, სანჩისი, აბიდალი, დევიდსი, ვერონი, ბოიანი, რონალდინიო, კრესპო, კანუტე.
“ლურჯი გუნდის” შემადგენლობა ასეთი იყო: მონდრაგონი, კაფუ, ალდაირი, ბურდისო, კანდელა, ტადეი, ა კარბონე, აური, მარადონა, დი ნატალე, ტოტი.
მატჩი, საბოლოოდ, “თეთრი გუნდის” გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით, 4-3 დასრულდა. გოლები გაიტანეს: დი ნატალემ, კანუტემ, ტოტიმ, ბოიანმა, კრესპომ, ბურდისომ და კავენაიმ.
შეხვედრას ესწრებოდნენ: ჯანლუკა ძამბროტა, რობერტო კარლოსი, ფაბიო კაპელო და სხვა მრავალი საპატიო და მსოფლიოში ცნობილი ადამიანები.
იხილეთ მატჩის მიმოხილვა
ასევე იხილეთ: დიეგო მარადონა და ხუან სებასტიან ვერონი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ (ვიდეო)