რონადლუ: “ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვითამაშებ”
მადრიდის “რეალის” ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალურ შეხვედრამდე ტრავმის მოშუშებას მოასწრებს.
შეგახსენებთ, რონალდუმ ტრავმა “ესპანიოლთან” გასამართი მატჩის წინ, მოთელვაზე მიიღო.
“შაბათს მწყობრში ვიქნები. ახლა ასი პროცენტით მზად არ ვარ, თუმცა ფინალში აუცილებლად ვითამაშებ.
მთელი სეზონი გადამწყვეტ მატჩში მოსახვედრად ვიბრძოდით. ბუნებრივია, რომ ასეთი დატვირთვების ფონზე შესაძლოა მიკროტრავმებმა იჩინონ თავი.
“რეალთან” კონტრაქტი ტიტულების მოსაგებად გავაფორმე და ბედნიერი ვარ, რომ პირველ ფინალს ვითამაშებ მადრიდულ კლუბთან ერთად.
შეხვედრას ოპტიმისტურად ვუყურებთ. ფინალამდე ოთხი დღეა, თუმცა გუნდში მშვიდი, სამუშაო ატმოსფეროა. “ატლეტიკო” ძალიან კარგი გუნდია, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება” – განაცხადა რონალდუმ.