რონალდ კუმანი: “ჯერ კიდევ მჯერა, რომ რთული სიტუაციის გამოსწორება მე შემიძლია”
გუშინ ინგლისის პრემიერ ლიგის მეცხრე ტურის შეხვედრები გაიმართა. ერთ-ერთ მათგანში მერსესაიდის “ევერტონმა” ლონდონის “არსენალი” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით, 2-5 განადგურდა. ამ გუნდს ახლა რვა ქულა აქვს და მე-18 პოზიციას იკავებს.
დაპირისპირების შემდეგ ჟურნალისტებს “ევერტონის” მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი ესაუბრა.
“გუნდი მოშლილია. მენტალურად რთული სიტუაციაა. აუცილებელია ცვლილება. თუმცა, ისევ მჯერა, რომ მე შემიძლია არსებული მდგომარეობის შეცვლა. ესაა ჩემი პასუხი იმაზე, რაც ჩვენს თავს ხდება. ყველაფერი შენზეა დამოკიდებული: გააჩნია, სიტუაციას როგორ შეხედავ. თუ ნეგატიურზე დაიწყებ ფიქრს, შესაძლოა, პრობლემის გადაჭრის ვერანაირი გზა ვერ მოძებნო. მე ასეთი არ ვარ!” – აცხადებს ჰოლანდიელი.