რონალდ კუმანი: “მესი – ეს “ბარსელონაა”, ხოლო “ბარსელონა” – მესია”

თარიღი: აგვისტო 21, 2020

კატალონიის “ბარსელონას” ახალი მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი, პრესასთან საუბრისას ხაზს უსვამს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ლეო მესი “ბარსელონასთვის”.

“მეც განვრისხდებოდი, “ბაიერნთან” 2:8 რომ წამეგო. გვარდიოლასთან საკმაოდ ახლო ურთიერთობა მაქვს და ის ხშირად მიყვებოდა, თუ რაოდენ სასიამოვნოა მესისთან თანამშრომლობა. მას ჩემპიონის მენტალიტეტი აქვს. თუ ვერ იგებს, უკმაყოფილოა.

ჩემთვის მნიშვნელოვანია დარწმუნებული ვიყო იმაში, რომ მესი თავს საჭირო ფიგურად თვლის. მან კარიერა ამ კლუბში უნდა დაასრულოს, რადგანაც მესი – ეს “ბარსელონაა”, ხოლო “ბარსელონა” – მესია,” – აცხადებს კუმანი.

როგორც ცნობილი ხდება, ნიდერლანდელი სპეციალისტი უკვე შეხვდა არგენტინელ სუპერვარსკვლავს და გუნდში დარჩენა სთხოვა.

მსგავსი სიახლეები