რონალდინიო: ”ბარსაში” თამაში ჯადოსნური იყო”
ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, რონალდო დე ასის მორეირამ, კატალონიის ”ბარსელონას” ოფიციალურ ვებგვერდს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელი ”ბარსას” რიგებში 2003 წლიდან, 2008 წლამდე თამაშობდა.
– როდესაც ფიქრობ ‘’ბარსაზე’’, თქვენი პირველი მოგონება?
მე მეღიმება და საოცრად ბედნიერი ვარ. ‘’ბარსაში’’ გატარებული წლები საოცარი იყო. მინდა, კლუბს დიდი მადლობა გადავუხადო გატარებული წლებისთვის.
– ყველაზე დიდი მოგონება კლუბში და ქალაქში ყოფნისას?
‘’ბარსა’’ არის ხალხის გაერთიანება, რომელსაც ძალიან უყვარს კლუბი. მოგონება? დასამახსოვრებელი იყო ჩემთვის, თუ როგორ მიღიმოდა ყოველდღე დარაჯი ვარჯიშზე მისვლისას. აქ მე ბევრ დიდ ადამიანს შევხვდი – წესიერსა და თავმდაბალს. ეს იმის მაგალითია, რომ ‘’ბარსა’’ ყველაფერია.
-მესი კარიერის დასაწყისში თქვენი კარგი მეგობარი იყო. გაგიკვირდათ მისი ასეთი მიღწევები?
არ გამკვირვებია. მან ყველაფერს თავდაუზოგავი შრომის შედეგად მიაღწია.
თქენი გადაცემით არგენტინელმა ესპანეთის ჩემპიონატში პირველი გოლი გაიტანა.
-რა იგრძენით, როდესაც ის ‘’ლა ლიგის’’ საუკეთესო ბომბარდირი გახდა?
რა თქმა უნდა ძალიან გახარებული ვიყავი. ის ყოველდღიურად აუმჯობესებს სათამაშო დონეს. ნამდვილად დასამახსოვრებელი მომენტია. ეს იყო ბიძგი ლეოს საოცარი საფეხბურთო კარიერის.
– თქვენ კარგად იცით, თუ რას წარმოადგენს ‘’ბარსელონა’’. Barca TV-მ თქვენზე საინტერესო დოკუმენტური ფილმი გადაიღო, სათაურით : ‘’როდესაც ‘’ბარსამ’’ დაიბრუნა ღიმილი’’. როგორია თქვენი ემოცია?
‘’ბარსა’’ ჩემს გულში ცხოვრობს. მინდა, იდეის ავტორს დიდი მადლობა გადავუხადო. მე ყოველთვის მადლობელი ვიყავი და ვარ იმის, რაც კლუბმა მომცა. აქ შევიძინე თანაგუნდელები, რომლებიც ჩემთვის ძმებივით არიან. იმ დროს, ყველაზე კარგად და ბედნიერად თავს ‘’კამპ ნოუზე’’ ვგრძნობდი.
– თქვენი აზრით, მიაღწევს ნეიმარი თქვენსავით ბევრს ?
ნეიმარი სწორ გზას ადგას. მან სწორი გადაწყვეტილება მიიღო ‘’ბარსაში’’ გადმოსვლით. კლუბში მას უკვე დიდი როლი აქვს. ის თამაშობს მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელების გვერდით. ‘’ბარსაში’’თამაშისას ის გახდება უფრო დიდი ფეხბურთელი.
– რას ეტყოდით კლუბის და თქვენს გულშემატკივრს, როგორც იცით კლუბს 115 წელი შეუსრულდა?
ყველა გულშემატკივარს მინდა მადლობა გადავუხადო. ‘’ბარსა’’ – მე შენ მიყვარხარ მთელი გულით. ‘’ბარსელონა’’ საუკეთესო კლუბია მსოფლიოში.