რონალდინიო: “გაოცებული ვიყავი, როდესაც დოკუმენტები გაყალბებული აღმოჩნდა”
ფეხბურთის ბრაზილიელი ლეგენდა, რონალდინიო, პარაგვაიში მომხდარზე საჯაროდ საუბრობს. შეგახსენებთ, რომ რონალდინიო და რონალდო ასისი პარაგვაის საზღვრის ყალბი პასპორტებით გადაკვეთის მცდელობის გამო დააკავეს.
რონალდინიოს მხარემ გირაოს სახით 1.6 მილიონი დოლარი გადაიხადა. სასამართლო აქამდე ძმების გირაოთი გათავისუფლებაზე უარს ამბობდა, რადგან ისინი შიშობდნენ, რომ გაუჩო ქვეყნიდან გაფრინდებოდა.
“სრულად გაოცებული ვიყავი, როდესაც დოკუმენტები გაყალბებული აღმოჩნდა. მას შემდეგ ჩვენ სრულად ვთანამშრომლობდით გამოძიებასთან, რათა ყველაფრისთვის ნათელი მოგვეფინა.
იმ მომენტიდან დღემდე, ჩვენ ყველაფერი განვმარტეთ და მათი ყველა მოთხოვნა დავაკმაყოფილეთ. დიდი დარტყმა იყო ჩემთვის, ვერ ვიფიქრებდი, რომ ოდესმე ამის გამოცდა მომიწევდა,” – აცხადებს “ბარსელონასა” და “მილანის” ყოფილი სუპერვარსკვლავი.