რონალდინიო: “ჰარი კეინი ის ფეხბურთელია, რომლისთვისაც ყოველი კლუბის კარი ღიაა”
ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდამ, რონალდინიომ ლონდონის “ტოტენჰემის” სუპერვარსკვლავზე ისაუბრა, რომელსაც საკმაოდ დიდი ხანია, რაც მადრიდის “რეალში” გადასვლას უწინასწარმეტყველებენ.
“საკმაოდ დიდი ხანია, რაც კეინი უმაღლეს დონეზე თამაშობს – თუმცა ეჭვიც არავის ეპარება, რომ მიმდინარე სეზონში ის სრულიად ახალ დონეზე იმყოფება.
ახლა კეინი ისეთი ფეხბურთელი გახდა, რომლის გადაბირებაზეც ვერცერთი კლუბი ვერ იტყვის უარს. ჩემი აზრით, მისთვის ევროპის ნებისმიერი კლუბის კარი ღიაა.
“ბარსელონა”, “რეალი”, “მანჩესტერ სიტი”, მნიშვნელობა არა აქვს, რამდენად ძლიერია გუნდი. ყველას სჭირდება ისეთი ფეხბურთელი, როგორიც კეინია. თუ ეს გუნდები მისი შეძენის შანსს ჩაიგდებენ ხელში, მის ადგილს ნამდვილად იპოვიან გუნდში.
უკვე დამტკიცდა, რომ რამდენიმე წამყვან კლუბს სულაც არ აინტერესებს ფასები და შეუძლიათ ნებისმიერი ოდენობის თანხა გაიღონ,” – აცხადებს რონალდინიო.