რონალდინიო: “მე და მესი ბურთთან ყოფნისას ერთმანეთს სრულყოფილად ვუგებდით”
ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდამ, რონალდინიომ, ის მონაკვეთი გაიხსენა, როდესაც ლეო მესი “ბარსელონაში” პირველ ნაბიჯებს დგამდა. შეგახსენებთ, რომ რონალდინიო “ბარსელონას” 2003 წელს მსოფლიოს ჩემპიონის რანგში შეუერთდა.
“როდესაც “ბარსელონაში” მივედი, უკვე საუბრობდნენ ბავშვზე, რომელიც ყველასაგან გამოირჩეოდა.
შემდეგ ერთმანეთს დავუმეგობრდით და ერთად თამაში დავიწყეთ, კარგად შევეწყეთ. ის ყველასაგან განსხვავდებოდა, რაიკარდს ვესაუბრეთ და ასე დაიწყო მან ჩვენთან ერთად ვარჯიში.
ძალიან იღბლიანი აღმოვჩნდი, რომ მას პირველი გოლის გატანაში საგოლე გადაცემით დავეხმარე. ძალიან სასიამოვნოა იმის ხილვა, თუ როგორ იპყრობს მსოფლიოს ასეთი ადამიანი.
ჩვენ ყოველთვის ძალაინ ახლოს ვიყავით, ერთად ვსწავლობდით. მან მე ესპანური მასწავლე, მე კი პორტუგალიური. ბურთთან ყოფნისას ერთმანეთის სრულყოფილად გვესმოდა.
გაოცებული ვრჩებოდი მისი სიმშვიდით, მისი ეს თვისება ძალიან მიყვარდა. პრობლემბეში არასოდეს ეხვეოდა, ყოველთვის მის ოჯახთან და უახლოეს ადამიენბთან ერთად იყო. ლეოს ყველაფერი ჰქონდა, მას ჩემგან არაფერი სჭირდებოდა,” – აცხადებს რონალდინიო.