რონალდინიო პარაგვაიში ყალბი პასპორტის ტარებისთვის დააპატიმრეს
ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდა, რონალდინიო, პარაგვაიში ყალბი დოკუმენტაციის გამოყენებისთვის დააპატიმრეს. ეს უკანასკნელი წესების დაცვით ცდილობდა სამხრეთ ამერიკული ქვეყნის საზღვრის გადაკვეთას.
პარაგვაის შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, 39 წლის მსოფლიო ჩემპიონი Resort Yacht & Golf Club Paraguayo-ში ყოფნისას აყვანეს მის ძმასთან, რობერტოსთან, ერთად.
ორივე მათგანს ბრალი საზღვრის არასწორი სტატუსით (პასპორტში მითითებულია, რომ პარაგვაის მოქალაქეები არიან) გადაკვეთაში ედებათ. საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ პარაგვაის შინაგან საქმეთა მინისტრი განცხადებას უახლოეს მომავალში გააკეთებს.
შეგახსენებთ, რომ 2018 წელს რონალდინიოს ბრაზილიის ხელისუფლებამ პასპორტი ჩამოართვა და ქვეყნის საზღვრების დატოვება აუკრძალა 8.5 მილიონი ამერიკული დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდამდე (რაც გარემოსთვის ზიანის მიყენების გამო დააკისრეს).