რონალდინიო ფეხბურთში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის წინააღმდეგია
ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდინიო ფეხბურთში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის წინააღმდეგია.
“ფეხბურთი გამოიგონეს ისეთი, როგორიც არის. აქედან გამომდინარე, წესები შეცვლას არ საჭიროებს. თუ ფეხბურთში ტექნოლოგიებს დანერგავენ, ჩემი აზრით, ბევრი რამ შეიცვლება, მე კი ისეთი ფეხბურთი მომწონს, როგორიც აქამდე გვქონდა. შეცდომების მომხრე ვარ, რომელიც ზოგჯერ გვაზიანებს, ზოგჯერ კი გვახეირებს. მე ფეხბურთში არაფერს შევცვლიდი”, – ციტირებს რონალდინიოს სიტყვებს “მუნდო დეპორტივო”.
შეგახსენებთ, რომ რონალდინიო “ბარსელონას” ელჩი გახდა. კატალონიური კლუბი ესპანელი მსაჯების მუშაობით უკმაყოფილოა და ფეხბურთში თანამედროვე ტექნოლოგიების შემოღებას ემხრობა.