რონალდინიო ციხიდან გაათავისუფლეს

თარიღი: აპრილი 8, 2020

რონალდინიო და მისი ძმა, რობერტო ასისი პარაგვაის ციხიდან გაათავისუფლეს. ახლა მათ შინაპატიმრობაში ყოფნა მოუწევთ.

მოსამართლე გუსტავო ამარილამ გადაწყვიტა, რომ ძმები ციხეში გატარებული 32 დღის შემდეგ გაეთავისუფლებინა. ახლა ისინი ქალაქ ასუნსიონის ერთ-ერთ სასტუმროში დაბინავდებიან, სადაც სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას დაელოდებიან.

რონალდინიოს მხარემ გირაოს სახით 1.6 მილიონი დოლარი გადაიხადა. სასამართლო აქამდე ძმების გირაოთი გათავისუფლებაზე უარს ამბობდა, რადგან ისინი შიშობდნენ, რომ გაუჩო ქვეყნიდან გაფრინდებოდა.

შეგახსენებთ, რომ რონალდინიო და რონალდო ასისი პარაგვაის საზღვრის ყალბი პასპორტებით გადაკვეთის მცდელობის გამო დააკავეს.

მსგავსი სიახლეები