რონალდინიომ 97-ე წუთზე გატანილი გოლით თავისი გუნდი ფლეი ოფში გაიყვანა (ვიდეო)
9 მაისს, მექსიკის ჩემპიონატში, “კერეტარომ” საკუთარ მოედანზე “ჩიაპასი” მიიღო და მეტოქე მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ “კერეტაროს” საუკეთესო რვა გუნდში მოსახვედრად გამარჯვება სჭირდებოდა. საბოლოოდ, მასპინძლებმა შეხვედრაში ერთადერთი გოლი 97-ე წუთზე გაიტანეს. თავი ვეტერანმა ბრაზილიელმა, რონალდინიომ გამოიჩინა.