რონალდო ბექჰემს: “ჩემთვის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ხარ”

თარიღი: აპრილი 10, 2020

მადრიდსი “რეალის” ყოფილმა ვარსკვლავმა, რონალდომ, დევიდ ბექჰემს მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი უწოდა. შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი და ინგლისელი ერთად “გალაქტიკოსში”, 2003-07 წლებში თამაშობდნენ.

“ერთ-ერთი პირველი, ვინც დავინახე, შენ იყავი. როდესაც გასახდელში შემოხვედი, თავი ძალიან კომფორტულად ვიგრძენი,” – უთხრა ბექჰემმა ინსტაგრამ ლაივის მიმდინარეობისას რონალდოს.

“შენ გასაოცარი ხარ. ჩემთვის მსოფლიოში ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე ხარ.როგორ საოცრად ეხებოდი ბურთს, შეგეძლო იქ გაგეკეთებინა პასი, სადაც მოგინდებოდა, ისე რომ არც კი შემოგეხედა ჩემთვის. მადლობა უნდა გითხრა დიდებული გადაცემებისთვის,” – უპასუხა რონალდომ.

“ძალიან რთული დროა. “ინტერ მაიამის” პირველი სეზონი უნდა ყოფილიყო, თუმცა საშინაო მატჩის გამართვაც ვერ შევძელით. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ხალხის ჯანმრთელობის უზრუნველყოფაა,” – დაამატა ბექჰემმა.

მსგავსი სიახლეები