რონალდო მაიკლ ოუენის განცხადებას გამოეხმაურა
![](https://fanebi.com/wp-content/uploads/2017/01/article-0-01C9607A0000044D-161_634x429.jpg)
7 იანვარს, ესპანეთის პრიმერადივიზიონის მე-17 ტურში, მადრიდის “რეალსა” და “გრანადას” შორის გამართული მატჩის დაწყებამდე “სამეფო კლუბის” ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ სტადიონზე შეკრებილ პუბლიკას “ოქროს ბურთი” წარუდგინა, რომელიც გასულ თვეში მიიღო. ღონისძიებაზე “რეალის” ყოფილი ვარსკვლავებიც მიიწვიეს: რაიმონ კოპა, რონალდო, ლუიშ ფიგუ, მაიკლ ოუენი.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, მაიკლ ოუენმა ბრაზილიელ რონალდოზე იხუმრა: “მეგონა, რომ ძალიან გავსუქდი მანამ, სანამ ჩემს ძველ მეგობარ რონის დავინახავდი”.
I thought I was putting the pounds on until I saw my old mate Ronnie! pic.twitter.com/OeuWm23b9s
— michael owen (@themichaelowen) January 7, 2017
თავად რონალდო ყოფილი თანაგუნდელის სიტყვებს ფიფასთან მიცემულ ინტერვიუში გამოეხმაურა: “ძალიან მიკვირს, რატომ არის ჩემი წონ ამ მსოფლიოში ასე მნიშვნელოვანი. გულწრფელად ვამბობ, არ ვიცი, რატომაა მნიშვნელოვანი.”