რონალდო ნეიმარს: “წინ კიდევ ბევრი რეკორდია, რომელიც უნდა დაამყარო!”
14 ოქტომბერს, ბრაზილიის ეროვნულმა ნაკრებმა სტუმრად პერუ 4:2 დაამარცხა. ამ შეხვედრაში ჰეთ-თრიქი გაიფორმა ბრაზილიელთა კაპიტანმა, ნეიმარმა.
აღსანიშანვია, რომ ნეიმარს ბრაზილიის ნაკრებში 64 გოლი მოუგროვდა და ამ მაჩვენებლით მან ლეგენდარულ რონალდოს გადაასწრო. რონალდოს ანგარიშზე “სელესაოს” რიგებში 62 გოლია. იმისათვის, რომ ნეიმარი ბრაზილიელთა ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდეს, მან პელეს უნდა აჯობოს, რომელსაც ნაკრებში 77 გოლი აქვს გატანილი.
28 წლის ფეხბურთელს მორიგი მიღწევა მიულოცა რონალდომ. მან სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:
“ჩემი დიდი პატივისცემა ნეიმარს. ის ბევრს თამაშობს, აკეთებს საგოლე პასებს, გვთავაზობს დრიბლინგებს, იგებს მატჩებს. რა კარგი ამბავია. ჩამოყალიბებული, დახვეწილი ფეხბურთელი. ზოგჯერ, ის ზეწოლა, რომელიც მოედნის გარეთაა, უფრო რთულად დასამარცხებელია. ახლა მითხრარით: საიდან მოვდივართ, სად მივედით… ვინ მეტყვის, რა არის შეუძლებელი? გააგრძელე შენი ინსტიქტებისათვის დაჯერება, რადგან ეს ნიჭი შენია და ვერავინ წაგართმევს. წინ კიდევ ბევრი რეკორდია, რომელიც უნდა დაამყარო. ვამაყობ, რომ ბრაზილიელს უმაღლეს დონეზე ვხედავ!” – წერს რონალდო.