რონალდომ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა
ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, რონალდომ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა.
რონალდო დასვენების დღეებს იბიცაზე ატარებდა, პარასკევს კი ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ვეტერანი თავდამსხმელი ამბობს, რომ მას გრიპი ჰქონდა და მალე სახლში დაბრუნდება.
“მეგობრებო, ძლიერი გრიპის გამო, პარასკევს იბიცას ერთ-ერთ საავადმყოფოში გადამიყვანეს, მაგრამ ახლა ყველაფერი რიგზეა. ხვალ გამომწერენ და სახლში დავბრუნდები. მადლობა ყველას სიყვარულისთვის და თბილი სიტყვებისათვის”, – წერს რონალდო Twitter-ში.
Amigos, tuve un cuadro de fuerte gripe en Ibiza y tuve que ser internado el viernes pero ya está todo en orden. Mañana recibo el alta y vuelvo a casa. ¡Gracias a todos/as por vuestro cariño y vuestros mensajes!
— Ronaldo Nazário (@Ronaldo) August 12, 2018