რონალდუ: “ჩემთვის “ოქროს ბუცზე” მნიშვნელოვანი ჯილდო არ არსებობს”
მადრიდის “რეალის” ლიდერ კრიშტიანუ რონალდუს “ოქროს ბუცი” გადაეცა. პორტუგალიელი ფეხბურთელისთვის ეს კარიერაში მოგებული მეოთხე “ოქროს ბუცი” გახლავთ, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. ჯილდოს მიღების შემდეგ რონალდუმ ჟურნალისტები კითხვებს უპასუხა.
— რა ადგილს დაიკავებს “ოქროს ბუცი” თქვენი ჯილდოების სიაში?
— ჩემთვის ამ ჯილდოს დიდი ფასი აქვს. “ოქროს ბუცზე” მნიშვნელოვანი ჯილდო ჩემთვის არ არსებობს. თავდამსხმელის საქმე გოლების გატანაა. ევროპის მასშტაბით ოთხჯერ საუკეთესო ბომბარდირად გახდომა საოცარი რამ გახლავთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ “ოქროს ბუცი” ოთხჯერ არავის მოუპოვებია. ასე რომ, ეს ჯილდო ჩემთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, ეს ჩემი მუშაობის მტკიცებულებაა. ძალიან მიხარია, რომ “ოქროს ბუცი” ოთხჯერ მოვიგე, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.
— კარიერის დასაწყისში თუ ოცნებობდით ასეთ შედეგზე?
— არა. ვფიქრობდი, რომ “ოქროს ბუცს” ერთხელ ან ორჯერ მოვიგებდი და არა ოთხჯერ. ყოველ სეზონში ვცდილობ, რომ მეტი გოლი გავიტანო. ამავე შემართებით გავაგრძელებ თამაშს. თითოეული მოგებული ჯილდო ახალი გამარჯვებებისკენ მოტივაციას გძენს.