რონალდუ: “დარწმუნებული ვარ, რომ ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ეტაპზე გავალთ”
ტურინის “იუვენტუსის” პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ, პრესასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტპაის პირველ მატჩში “ლიონთან” განცდილი მარცხის გამო სულაც არ ღელავს.
“ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნაზე არ ვღელავთ. ეს სპორტის ისტორიაში ყველაზე რთული ტურნირია. მოუთმენლად ველი “ლიონის” წინააღმდეგ “ალიანც სტედიუმზე” გასამართ საპასუხო მატჩს.
დარწმუნებული ვარ, რომ ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ეტაპზე გავალთ,” – აცხადებს კრიშტიანუ რონალდუ, რომლისთვისაც “ლიონთან” გამართული შეხვედრა ერთადერთი იყო, რომელშიც 2020 წელს გოლის გატანა ვერ შეძლო.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ რონალდუს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში მხოლოდ ორი გოლი აქვს გატანილი. ეს უკანასკნელი ამ ტურნირის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია (128). მას თოთხმეტით მეტი გოლი აქვს გატანილი, ვიდრე მეორეადგილოსან ლეო მესის.