რონალდუ: “დაუჯერებელი შეგრძნებაა, როცა 18 წლის ასაკში გიგზის თანაგუნდელი ხარ”
მადრიდის “რეალის” პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი კრიშტიანო რონალდუ რაიან გიგზის მიერ სათამაშო კარიერის დასრულებას გამოეხმაურა და უელსელს წარმატებები უსურვა.
“გიგზის თანაგუნდელი მაშინ გავხდი, როცა 18 წლის ვიყავი. რა თქმა უნდა, დაუჯერებელი შეგრძნებაა, როდესაც პატარა ბიჭი ასეთი დიდი ფეხბურთელის გვერდით თამაშობ. რაიანი გასაოცარი ფეხბურთელი იყო. დარწმუნებული ვარ, ის მომავალშიც არაერთ წარმატებას მიაღწევს და გულშემატკივრებს ხშირად გაახარებს”, – ამბობს რონალდუ.