რონალდუ: “ევრო 2016-ის ფინალის დილას სამ ქერასთან ერთად გავიღვიძე”
მადრიდის “რეალისა” და პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელმა, კრიშტიანუ რონალდუმ France Football-თან საინტერესო და სახალისო ინტერვიუ ჩაწერა.
“ევროპის ჩემპიონატის ფინალის დილას სამ ქერასთან ერთად გავიღვიძე. საოცარი დილა იყო (იცინის). რა თქმა უნდა, ვხუმრობ… როცა გავიღვიძე, გავაცნობიერე, რომ ეს იყო ძალიან საპასუხისმგებლო დღე, რადგან, ზოგადად, პორტუგალიის ნაკრების არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა უნდა გვეთამაშა. იმ ღამით კარგად მეძინა – 8 საათის განმავლობაში.”
“რა თქმა უნდა, “რეალის” გასახდელშიც ხშირად ვსაუბრობ ხოლმე, თუმცა ჩემი ეროვნული გუნდის ფეხბურთელებთან ყოფნისას მაქვს ისეთი გრძნობა, რომ მათთვის რაღაც განსაკუთრებულს წარმოვადგენ. ისინი მახვედრებენ, რომ მათი ლიდერი ვარ – ის, ვინც მოთამაშეებს დაიცავს.”
“ერთ სახალისხო რამესაც გეტყვით. როცა შარშანდელი სეზონის შემდეგ “რეალის” გასახდელში შევედი, ბევრი მეუბნებოდა, რომ წინ დიდი, ხანგრძლივი არდადეგები მელოდა. რაც მოხდა, ყველამ კარგად დაინახეთ!” – განაცხადა რონალდუმ.