რონალდუ: “ისლანდიის ნაკრები ვერაფერს მიაღწევს”
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე პორტუგალიის ნაკრებმა ისლანდიასთან ფრედ, ანგარიშით 1:1 ითამაშა. მატჩის დასრულების შემდეგ, პორტუგალიელთა კაპიტანმა, კრიშტიანო რონალდუმ განცხადება გააკეთა.
“ისლანდიის ნაკრებმა ფრე ისე იზეიმა, თითქოს მათ ევროპის ჩემპიონატი მოიგეს. სწორედ ამიტომ, ისლანდიელები ვერაფერს მიაღწევენ. მეტოქე მხოლოდ დაცვაზე ფიქრობდა”, – თქვა კრიშტიანომ.