რონალდუ “იუვენტუსის” დატოვებას არ გეგმავს, მას ორი მთავარი მიზანი აქვს
ტურინის “იუვენტუსის” პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ, კლუბის დატოვებას არ გეგმავს. ამ ინფორმაციას იტალიური ტაბლოიდი Tuttosport ადასტურებს.
როგორც ცნობილი ხდება, 35 წლის შემტევმა საკუთარ თავს ორი ძირითადი მიზანი დაუსახა. მას “ბებერ ქალბატონთან” ერთად ჩემპიონთა ლიგისა და ოქროს ბუცის მოგება სურს.
ცნობისთვის გეტყვით, რომ კრიშტიანუს ამ მომენტისთვის სერია A-ს მიმდინარე სეზონის 28 მატჩში 28 გოლი აქვს გატანილი და იტალიის ჩემპიონატში გატანილი გოლებით მხოლოდ ჩირო იმობილეს ჩამორჩება (29 გოლი 31 მატჩში). ევროპის ტოპ-5 ჩემპიონატში კი საუკეთესო მაჩვენებელს რობერტ ლევანდოვსკი აფიქსირებს 34 გოლით.
მიმდინარე სეზონში “ბიანკონერი” იტალიის სუპერთასზე “ლაციოსთან” დამარცხდა, ხოლო კოპა იტალიაზე – “ნაპოლისთან”. გუნდი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში იმყოფება, სადაც პირველ მატჩში “ლაციოსთან” მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.