რონალდუ: “იუვენტუსის” კარში გატანილი გოლი სექსზე უკეთესი არ არის”
ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელმა, კრიშტიანო რონალდუმ ITV-ის ჟურნალისტ პირს მორგანთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა, სადაც მან კარიერულ და პირად საკითხებზე გულახდილად ისაუბრა.
პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა თქვა, რომ მან კარიერაში საუკეთესო გოლი მის ამჟამინდელ კლუბს “იუვენტუსს” გაუტანა. თუმცა, კრიშტიანოს მიაჩნია, რომ სექსი ამ გოლზე უკეთესი რამაა.
“ტექნიკურად, ამის შესრულება ძალიან რთულია. მსგავსი გოლის გატანას წლების განმავლობაში ვცდილობდი. 700 გოლი მაქვს გატანილი, მაგრამ ასეთი გოლი არასოდეს გამიტანია.
მაკრატელა დარტყმით ასე გატანილი გოლი არასოდეს მინახავს. როგორ ავხტი, ბუფონის წინააღმდეგ, “იუვენტუსის” წინააღმდეგ, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში – ალბათ, ერთ-ერთი საუკეთესო გოლია, რაც კი ფეხბურთში მინახავს. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ჩემი გოლია, სხვა ფეხბურთელს რომ გაეტანა, იგივეს ვიტყოდი. არის თუ არა ეს სექსზე უკეთესი? არა. ჩემ ჯიოსთან… არა”, – განაცხადა რონალდუმ.
Ronaldo reveals if his greatest goal is better than sex https://t.co/Jr5any9hVg via @YouTube
— Video Encyclopedia (@VideoEncyclope1) September 17, 2019