რონალდუ: “კარიერას 41 წლის ასაკში დავასრულებ”
მადრიდის “რეალის” ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ საკუთარი მომავალის შესახებ ისაუბრა.
“ვფიქრობ, რომ “რეალში” დავრჩები. კარიერას მომავალი 15 წლის მანძილზე დავასრულებ. ბუცების ლურსმანზე დაკიდვას დაახლოებით 41 წლის ასაკში ვაპირებ.
შესაძლოა, “რეალთან” კონტრაქტი გავახანგრძლივო. ამას მომავალი გვიჩვენებს. ხელშეკრულების გაგრძელება კლუბის ხელმძღვანელობის მხრიდან გონივრული ნაბიჯი იქნებოდა. მადრიდში დარჩენა მინდა.
კარიერის მანძილზე კარგი პერიოდებიც მქონდა და ცუდიც. ეს ცხოვრებაა. ოთხი წლის წინ ასეთი ბედნიერი არ ვიყავი, საქმეები არც ისე კარგად მიდიოდა, თუმცა ახლა ყველაფერი შეიცვალა. “რეალზე” უკეთეს კლუბს ვერ ვხედავ. ყველაფრის გათვალისწინებით, “რეალი” ჩემთვის კონკურენტის გარეშეა. ასე რომ, დაივიწყეთ “პარი სენ-ჟერმენში” ჩემი შესაძლო გადასვლის შესახებ გავრცელებული ჭორები. “რეალი” საუკეთესოა.
რაც შეეხება კარლო ანჩელოტის მიერ ჩემ შესახებ თქმულს, კი ბატონო, ეს სიმართლეა. ყინულის აბაზანების მიღება ძალიან მიყვარს. მეგობრებთან ერთად სეირნობის შემდეგ ყინულის აბაზანის მიღება ერთი სიამოვნებაა”, – რონალდუს კომენტარი “ასმა” გამოაქვეყნა.