რონალდუ: ”მანჩესტერის” ფანების ბანერი ვნახე, მაგრამ ”რეალშიც” კარგად ვარ”
მადრიდის ”რეალის” სუპერ ვარსკვლავი, კრიშტინუ რონალდუ, ”მანჩესტერის” ფანების მიეხ განხორციელებუს აქციას გამოეხმაურა. როგორც ვიცით, გასულ კვირაში, ”რეალისა” და ”ვილიარეალის” დაპირისპირების დროს, სტადიონზე, მანჩესტერ იუნაიტედის ფანების თვითმფრინავმა გადაიფრინა, რომელსაც გამობმული ჰქონდა ბანერი და რონალდუს ინგლისურ კლუბში დაბრუნებას მოითხოვდა.
”მე დავინახე ეს ბანერი, ასეთი ყურადღების ცენტრში ყოფნა, ჩემთვის სასიამოვნოა. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ”მანჩესტერი” ჩემი ოჯახია, მაგრამ ”რეალშიც” კარგად ვარ.”
”მანჩესტერის” ფანების ჩემდამი სიყვარული მაბედნიერებს. ეს იმას ნიშნავს, რომ კლუბში კარგი სახელი დავტოვე.” – განაცხადა რონალდუმ.