რონალდუ: “მე გოლი გავიტანე, შენ რა გააკეთე?” (ვიდეო)

თარიღი: თებერვალი 24, 2017

22 თებერვალს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში “ვალენსიამ” საკუთარ მოედანზე მადრიდის “რეალი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

სტუმართა მხრიდან ერთადერთი გოლი კრიშტიანო რონალდუმ გაიტანა, პორტუგალიელმა მასპინძელთა კარი პირველი ტაიმის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე დალაშქრა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, კრიშტიანო რონალდუმ ერთ-ერთი ფეხბურთელის მისამართით უკმაყოფილება გამოხატა: “მე გოლი გავიტანე, შენ რა გააკეთე?”

ჯე-ჯერობით, უცნობია, თუ ვის მიმართა პორტუგალიელმა ამ სიტყვებით, თუმცა, სავარაუდოდ, ის მისი თანაგუნდელი უნდა ყოფილიყო.

მსგავსი სიახლეები