რონალდუ: “მე ფეხბურთის ისტორიის ნაწილი ვარ”
9 იანვარს FIFA-ს გრანდიოზული დაჯილდოება გაიმართა. გამარჯვებულები გამოვლინდნენ რამდენიმე ნომონაციაში. საგულსიხმოა, რომ წლის საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელის ჯილდო პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ მოიპოვა.
მადრიდის “რეალის” ფეხბურთელმა, ჯილდოს მოგების შემდეგ, FIFA-ს ოფიციალურ გევრდთან ისაუბრა.
“უკვე აღარ მეპარება ეჭვი იმაში, რომ ფეხბურთის ისტორიის ნაწილი ვარ.”
“როცა ფეხბურთის თამაში დავიწყე, ჩემი მთავარი მიზანი არა მხოლოდ პროფესიონალი ფეხბურთელობა, არამედ ვარსკვლავობა და უმაღლესი მიზნების მიღწევა იყო. ვფიქრობ, ეს ყველაფერი შევძელი. ეს მხოლოდ სიტყვები არაა. ჩემს ნათქვამს მოგებული გუნდური ტიტულები და ინდივიდუალური ჯილდოები ადასტურებს.”
“მინდა, გითხრათ, რომ ამ ასაკშიც არ ვაპირებ გაჩერებას. ნებისმიერი პატარა წარმატებაც კი მაძლევს, უფრო და უფრო, მეტ მოტივაციას. ნებისმიერი ტიტული თუ ჯილდო მაძლიერებს და ბევრი შრომის სტიმულს მაძლევს,” – განაცხადა 31 წლის სპორტსმენმა.