რონალდუ: “ოქროს ბურთის მოსაგებად ყველაფერი გავაკეთე!”
კრიშტიანუ რონალდუმ წინა სეზონი საოცრად ჩაატარა. მან მადრიდის “რეალთან” ერთად ჩემპიონთა ლიგის, ხოლო პორტუგალიის ნაკრებში ევროპის ჩემპიონატი მოიგო. გარდა ამისა “ბლანკოსის” მაისურით ჩატარებულ 48 მატჩში 51 გოლი გაიტანა, ჩემპიონთა ლიგაზე კი 12 შეხვედრაში 16-ჯერ შეძლო მეტოქის კარის აღება.
პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ ოქროს ბურთის მოსაგებად მაქსიმალურად დაიხარჯა.
“ამ სეზონში ყველაფერი გავაკეთე, რათა ოქროს ბურთის ჯილდო მოვიპოვე. ჩვენ მოვიგეთ ჩემპიონთა ლიგა. ასევე, პირველ სანაკრებო ტიტულსაც დავეუფლე. ოქროს ბურთის ცერემონიალზე ხმის მიცემა ჩემზე არაა დამოკიდებული და არც მინდა ამაზე ფიქრი.”
“თუ მკითხავენ, მინდა თუ არა ოქროს ბურთი, ვეტყვი, რომ მე ეს მსურს. ეს სეზონი უსიტყვოდ საუკეთესოა ჩემს კარერაში!” – აცხადებს 31 წლის სპორტსმენი.