რონალდუ ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენთა შორის მეორე ადგილზეა
“ფორბსმა” ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენთა სია გამოაქვეყნა. მადრიდის “რეალის” ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ აღნიშნულ რეიტინგში მეორე ადგილი დაიკავა.
პორტუგალიელი ფეხბურთელის წლიური შემოსავალი 80 მილიონ დოლარს (63,8 მლნ ევრო) შეადგენს. აქედან რონალდუ 52 მილიონ დოლარს “რეალში” გამოიმუშავებს, 28 მილონს კი – სარეკლამო კონტრაქტების მეშვეობით.
სიის პირველ ადგილზე ამერიკელი მოკრივე ფლოიდ მეიუეზერი გახლავთ, რომლის წლური შემოსავალიც 105 მილიონ დოლარს (83,8 მლნ ევრო) უტოლდება.
მესამე ადგილზე კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი გავიდა (72,3 მლნ დოლარი), მეოთხე კი “ბარსელონას” ლიდერი ლიონელ მესი გახლავთ (64,7 მლნ დოლარი).
რეიტინგში ფეხბურთელთა შორის მომდევნო ადგილი “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელ ზლატან იბრაჰმოვიჩს უკავია, რომელიც მე-12 ადგილზე გახლავთ. მისი წლიურ შემოსავალი 40,4 მილიონ დოლარს შეადგენს.
ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენთა ოცეული ასე გამოიყურება:
1. ფლოიდ მეიუეზერი (აშშ – კრივი) 105 მლნ დოლარი
2. კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია – ფეხბურთი) 80 მლნ დოლარი
3. ლებრონ ჯეიმსი (აშშ – კალათბურთი) 72,3 მლნ დოლარი
4. ლიონელ მესი (არგენტინა – ფეხბურთი) 64,7 მლნ დოლარი
5. კობი ბრაიანტი (აშშ – კალათბურთი) 61,5 მლნ დოლარი
6. ტაიგერ ვუდსი (აშშ – გოლფი) 61,2 მლნ დოლარი
7. როჯერ ფედერერი (შვეიცარია – ჩოგბურთი) 56,2 მლნ დოლარი
8. ფილ მიკელსონი (აშშ – გოლფი) 53,2 მლნ დოლარი
9. რაფაელ ნადალი (ესპანეთი – ჩოგბურთი) 44,5 მლნ დოლარი
10. მეტ რაიანი (აშშ – ამერიკული ფეხბურთი) 43,8 მლნ დოლარი
11. მენი პაკიაო (ფილიპინები – კრივი) 41,8 მლნ დოლარი
12. ზლატან იბრაჰიმოვიჩი (შვედეთი – ფეხბურთი) 40,4 მლნ დოლარი
13. დერიკ როუზი (აშშ – კალათბურთი) 36,6 მლნ დოლარი
14. გარეტ ბეილი (დიდი ბრიტანეთი – ფეხბურთი) 36,4 მლნ დოლარი
15. რადამელ ფალკაო (კოლუმბია – ფეხბურთი) 35,4 მლნ დოლარი
16. ნეიმარი (ბრაზილია – ფეხბურთი) 33,6 მლნ დოლარი
17. ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი – ჩოგბურთი) 33,1 მლნ დოლარი
18. მეთიუ სტაფორდი (აშშ – ამერიკული ფეხბურთი) 33 მლნ დოლარი
19. ლუის ჰამილტონი (დიდი ბრიტანეთი – ავტორბოლა) 32 მლნ დოლარი
20. კევინ დურანტი (აშშ – კალათბურთი) 31,9 მლნ დოლარი