რონალდუ რომარიოს დაეწია, წინ პელეა
იტალიის სერია A-ს 34-ე ტურში ტურინის “იუვენტუსმა” რომის “ლაციო” ანგარიშით 2:1 დამარაცხა. “ბებერი სინიორას” რიგებიდან ეს ორივე გოლი კრიშტიანუ რონალდუმ გაიტანა.
პორტუგალიელმა თავდამსხმელმა ოფიციალურ ტურნირებში 734-ე გატანილი ბურთი მიითვალა, რითაც ლეგენდარულ ბრაზილიელ ფეხბურთელ რომარიოს დაეწია და ახლა მასთან მეორე-მესამე პოზიციებს ინაწილებს. ოფიციალურ შეხვედრებში გატანილი გოლების რაოდენობით რეკორდსმენი პელე გახლავთ, რომელმაც კარიერის განმავლობაში 767 ბურთი მიითვალა.
აქვე გთავაზობთ ოფიციალურ მატჩებში გატანილი გოლების რაოდენობით რეკორდსმენ ფეხბურთელთა სიას:
1. პელე – 767 გოლი
2. რომარიო – 734 გოლი
-. კრიშტიანუ რონალდუ – 734 გოლი
4. გერდ მიულერი – 720 გოლი
5. ლიონელ მესი – 716 გოლი
6. ფერენც პუშკაში – 706 გოლი
7. იოზეფ ბიცანი – 636 გოლი
8. ეუსებიო – 615 გოლი
9. ფერენც დეაკი – 558 გოლი
10. არტურ ფრიდენრაიხი – 554 გოლი
11. ზლატან იბრაჰიმოვიჩი – 542 გოლი
12. ზიკო – 525 გოლი
13. ალფრედო დი სტეფანო – 516 გოლი