რონალდუ: “შვიდი ოქროს ბურთი და შვიდი შვილი მინდა”
დღეს კრიშტიანუ რონალდუმ რიგით მეხუთე ოქროს ბურთი მოიგო.
პარიზში გამართული დაჯილდოვების შემდეგ, პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“ძალიან ბედნიერი ვარ. ეს ჩემი კარიერის ფანტასტიკური მომენტია. მეხუთე ოქროს ბურთის მოგების იმედი დიდი ხნის მანძილზე მქონდა. საბოლოოდ, ის გამართლდა. ეს წელი, მართლაც, საოცარი იყო. მოვიგეთ ჩემპიონთა ლიგა და ლა ლიგა, თანაც, ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირი გავხდი. სწორედ ეს ტიტულები დამეხმარა, რომ ინდივიდუალური ჯილდო მომეგო.”
“მადრიდში თავს კარგად ვგრძნობ და აქ დარჩენა მინდა. სიამოვნებით დავასრულებდი კარიერას “რეალში”, თუ ეს შესაძლებელი იქნებოდა. მინდა შვიდი ოქროს ბურთი და შვიდი შვილი. ვიმედოვნებ, ამ დონეზე თამაშს რამდენიმე წლის მანძილზე გავაგრძელებდა მესისთან ბრძოლაც გაგრძელდება,” – აცხადებს რონალდუ.