„რონალდუ სიმულაციისთვის პრიზს იმსახურებს“
დონეცკის „შახტარის“ მთავარმა მწვრთნელმა მირჩა ლუჩესკუმ მადრიდის „რეალთან“ უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩი გაიხსენა და მეტოქის ლდიერი კრიშტიანუ რონალდუ გააკრიტიკა.
„40 წუთის განმავლობაში კაცნაკლულნი ვთამაშობდით, თუმცა „რეალთან“ ბურთს თანაბრად ვაკონტროლებდით. გოლის გატანის ხუთი შანსი გვქონდა. არამგონია, საგოლე მომენტი მხოლოდ ის იყოს, როდესაც ფეხბურთელი მეკარის მოედნიდან არტყამს. არაერთი კონტრშეტევა გვქონდა.
ალბათ, რონალდუს „Non-Fair Play“-ს პრემია უნდა გადაეცეს. მისი წაქცევის შემდეგ ის პენალტი დაინიშნა, რომელიც სინამდვილეში არ იყო. პენალტის გარდა, რონალდუს გამო სტეპანენკომ პირველი ყვითელი აბრათი მიიღო. ასევე პორტუგალიელმა ჯარიმა გამოიმუშავა, რომელიც ასევე არ ყოფილა.
სამწუხაროდ, დიდებული ფეხბურთელები გოლების გატანას ნებისმიერი მეთოდებით ცდილობენ. საპასუხო შეხვედრაში „რეალს“ აქ მოუთმენლად ველი. ჩემი მოთამაშეებისა და მათი ოსტატობის დონის მჯერა“, – განუცხადა რუმინელმა სპეციალისტმა „შახტარის“ ოფიციალურ ვებგვერდს.