რონალდუ: “სუპერთასის მოგება “სკუდეტოსთვის” ბრძოლაში დაგვეხმარება”

თარიღი: იანვარი 21, 2021

ტურინის “იუვენტუსის” სუპერვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ, იტალიის სუპერკოპას მატჩში “ნაპოლის” დამარცხების შემდეგ, პრესასთან კომენტარი გააკეთა.

“ძალიან ბედნიერები ვართ ამ გამარჯვებით. ძალიან რთული იყო ძლიერ მეტოქესთან თამაში, თანაც მინდვრის საფარი საშინელ მდგომარეობაში იყო. წინააღმდეგობების მიუხედავად გამარჯვება შევძელით.

“ინტერთან” ნაჩვენები ცუდი თამაშის შემდეგ, კარგი პერფორმანსი ვაჩვენეთ. “ინტერთან” მარცხი უკვე წარსულშია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ტიტულია და ვიმედოვნებ, რომ სუპერთასის მოგება “სკუდეტოსთვის” ბრძოლაში დაგვეხმარება.

“მილანი” და “ინტერი” ძალიან ძლიერი გუნდები არიან, მაგრამ მჯერა, რომ ყველაფერი გვაქვს, რაც ჩემპიონატის მოსაგებად არის საჭირო. ძალიან რთული იქნება, მაგრამ მჯერა, რომ ჩვენ ამას შევძლებთ,” – აცხადებს პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი.

მსგავსი სიახლეები