რონალდუ: „ტელეფონი არ მაქვს“

თარიღი: დეკემბერი 3, 2013

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდუმ განაცხადა, რომ ზეპ ბლატერი მას ბოდიშის მოსახდელად ვერ დაურეკავდა, რადგან პორტუგალიელს ტელეფონი არ აქვს. რონალდუმ აღნიშნა, რომ მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელთან დაკავშირებული ისტორია ნაკლებად აინტერესებს. დაახლოებით ერთი თვის წინათ, ოქსფორდის უნივერსიტეტში, ბლატერმა რონალდუს მესისთან შედარებისას აღნიშნა, რომ მას არგენტინელი ფეხბურთელი ურჩევნია, რადგან მესი მოედანზე უკეთ იქცევა, თამაშის მანერითაც სჯობს თავის პორტუგალიელ კონკურენტს, რონალდუ კი ვარცხნილობას უთმობს დიდ ყურადღებას.
მოგვიანებით ბლატერმა ამ სიტყვებისთვის ბოდიშიც მოიხადა.

რადიო „მარკას“ ჟურნალისტი პაკო გარსია კარიდადი დაინტერესდა, დაურეკა თუ არა ბლატერმა რონალდუს პირადად ბოდიშის მოსახდელად.

პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ასეთი პასუხი გასცა:

„ტელეფონი არ მაქვს. (იცინის) ჩემს მდივანს კი აქვს, მაგრამ მე არ ვიყენებ. არ მადარდებს“.

ესპანური გამოცემა „მარკას“ მიერ დაწესებული ალფრედო დი სტეფანოს ჯილდო, რომელიც ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელისთვის არის განკუთვნილი, გუშინ სწორედ რონალდუს გადაეცა.

ჟურნალისტი იმითაც დაინტერესდა, დაესწრება თუ არა რონალდუ „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიალს. პორტუგალიელმა ამ კითხვას თავი დიპლომატიურად აარიდა.

„ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია დი სტეფანოს ჯილდოს მიღება. დიდი პატივია, რომ პრიზი თავად მან გადმომცა. ძალიან გახარებული ვარ. აი, რა არის ჩემთვის ღირებული“.

 

ბექა დოგრაშვილი

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

“ელ კლასიკო” გადაიდო

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტმა “ბარსელონასა” და “რეალს” შორის გასამართი მატჩის გადადების გადაწყვეტილება მი...
წაკითხვა
ფეხბურთი

მესი: “ჩვენთვის ლა ლიგა ჩემპიონთა ლიგაზე უფრო მნიშვნელოვანია”

კატალონიის “ბარსელონას” არგენტინელი ლიდერი, ლეო მესი, ლა ლიგაში აღებული არასახარბიელო სტარტის შემდეგ საჯაროდ აცხადებს, რომ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბარსელონას” 12-წლამდელთა გუნდმა ესპანეთის სახელით თამაშზე უარი თქვა

ესპანურ პრესაში სკანდალური ინფორმაცია ვრცელდება, რომელიც კიდევ უფრო ამძაფრებს კატალონიისა და ესპანეთის პოლიტიკურ დაპირისპირებას. საქმე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სალგადო: “იოვიჩი “რეალში” დიდ ზეწოლას განიცდის, მას მეტი დრო სჭირდება

მადრიდის “რეალის” ყოფილი მცველი, მიჩელ სალგადო, ლუკა იოვიჩის გარშემო შექმნილ ვითარებას ეხმაურება და აცხადებს, რომ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სერხიო ბუსკეტსის პასუხი ედეგორს (ვიდეო)

12 ოქტომბერს, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ნორვეგიის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ესპანეთი მიიღო და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მოურინიო: რონალდო ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელია, ვინც მინახავს

ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ ბრაზილიელი რონალდო ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელია, ვინც კი მას უნახავს. პორტუგალიელ სპეციალისტს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მესი: “არ მომწონს, როცა “ღმერთს” მიწოდებენ”

კატალონიის “ბარსელონასა” და არგენტინსი ნაკრების კაპიტანმა, ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ მისთვის “ღმერთის” წოდება გადამეტებულია ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ალვარო მორატა: “დროა “ატლეტიკომ” ჩემპიონთა ლიგა მოიგოს”

მადრიდის “ატლეტიკოს” თავდამსხმელი ალვარო მორატა მიიჩნევს, რომ ფეხბურთის ფანებმა “ატლეტიკო” დიდ კლუბთა რიგებში უნდა შეიყვანონ. ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რობერტო კარლოსი: “რონალდოსთან ერთად უფრო ხშირად მძინებია, ვიდრე – საკუთარ მეუღ

მადრიდის “რეალისა” და ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა მცველმა რობერტო კარლოსმა ძველი დრო გაიხსენა, როდესაც “სამეფო კლუბის” [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბერბატოვი: “რა ჯანდაბა უნდათ “რეალის” ფანებს ბეილისგან?”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ვარსკვლავმა, დიმიტარ ბერატოვმა პრესასთან გარეტ ბეილზე საუბრისას აღნიშნა, რომ მას მადრიდში უსამართლოდ [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

სერხიო რამოსმა, შესაძლოა, 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზოს

ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდის “რეალისა” და ესპანეთის ნაკრების კაპიტანი სერხიო რამოსი 2020 წლის ტოკიოს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლიონელ მესიმ კარიერის საუკეთესო გოლი დაასახელა

კატალონიის “ბარსელონასა” და არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ლიონელ მესიმ კარიერის საუკეთესო გოლი დაასახელა. არგენტინელმა სუპერვარს...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მაპატიე” – რა გაუკეთა დე ხეამ კეპას ესპანეთის ნაკრების ვარჯიშზე (ვიდეო)

ესპანეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ნორვეგიისა და შვედეთის ნაკრებებთან გასამართი მატჩებისათვის ემზადება. ერთ-ერთ ვარჯიშზე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

პიკე: “რეალის” მაისურზე ალერგია მაქვს”

კატალონიის “ბარსელონას” მცველი, ჟერარ პიკე ერთ-ერთ ესპანურ ტელევიზიაში დევისის თასზე სასაუბროდ იყო მიწვეული, სადაც მას […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რა უთხრა მესიმ მსაჯს დემბელეს გაძევების შემდეგ?

6 ოქტომბერს, ესპანეთის ჩემპიონატში “ბარსელონამ” საკუთარ მოედანზე “სევილია” მიიღო და მეტოქე 4:0 დაამარცხა. შეხვედრის 87-ე [&hel...
წაკითხვა