რონალდუ: „თავი დამანებეთ, ეს საკითხი არ მადარდებს!“
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ფიფას გარშემო არსებული სკანდალი ერთ-ერთ აქტუალურ თემად იქცა. ფეხბურთის მმართვალ ორგანიზაციას კორუფციაში სდებენ ბრალს. არაერთმა პირმა დანაშაული აღიარა, ორგანიზაციის პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა კი თავისი პოსტის დატოვება გადაწყვიტა. ამ ყველაფრის შესახებ კითხვა მადრიდის „რეალის“ ლიდერს კრიშტიანუ რონალდუს დაუსვეს, რაც პორტუგალიელს აშკარად არ მოეწონა.
„ფიფა და ყატარი სულ არ მადარდებს. შეწყვიტეთ ამ თემაზე საუბარი“, – განაცხადა რონალდუმ CNN-ის ეთერში.
შეგახსენებთ, რომ ფიფას ასევე 2018 და 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატების მასპინძელთა არჩევისას ქრთამის აღებაში სდებენ ბრალს. 2022 წელს მუნდიალის ჩატარება სწორედ ყატარში იგეგმება.