რონალდუ თუ მესი – ტომას მიულერის საინტერესო პასუხი
მიუნხენის “ბაიერნის” ფეხბურთელმა, ტომას მიულერმა კრიშტიანო რონალდუსა და ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა. მას ჰკითხეს, თუ რომელთან ერთად იქნებოდა ის ახლა უფრო მეტად წარმატებული.
“ალბათ, წინა წლებში ვისურვებდი, რომ ჩემი თანაგუნდელი მესი ყოფილიყო, რადგან პროფესიონალური კარიერის პირველი 6-7 წლის განმავლობაში საჯარიმოს თავდამსხმელი ვიყავი და მისგან ბევრ საგოლე გადაცემას მივიღებდი. ახლა პირიქითაა, უფრო მეტ საგოლე პასს ვაკეთებ, ამიტომ რონალდუ უფრო დამჭირდებოდა. თუმცა, “ბაიერნში” რობერტ ‘ლევან-გოლ-სკი’ გვყავს! მე ვფიქრობ, ახლა ის რონალდუზე უკეთესი არჩევანია.
მე ორივეს [მესი, რონალდუ] წინააღმდეგ მითამაშია, ორივესთან მომიგია და წამიგია. ისინი განსაკუთრებულები არიან. ისინი ნორმალურ ფეხბურთელებს არ ჰგვანან. მათ ყოველ წელს 50 გოლი გააქვთ, ეს სიგიჟეა”, – ციტირებს მიულერის სიტყვებს “ასი”.