რონალდუ: “ვბრაზდები, როდესაც ჯუნიორი კოლას ან ჩიფსებს მიირთმევს”
კრიშტიანუ რონალდუმ პრესასთან საუბრისას თავისი ვაჟის, კრიშტიანუ უმცროსის, მომავალზე ისაუბრა. როგორც იცით, ჯუნიორი მამის მსგავსად, “იუვენტუსის” რიგებში ირიცხება (ბავშვთა გუნდში).
“ზოგჯერ ვბრაზდები, როდესაც ჯუნიორი კოლას, გაზიან სასმელებს ან ჩიფსებს მიირთმევს და მან ეს ძალიან კარგად იციცს.
როდესაც სარბენ ბილიკზე ვარჯიშის შემდეგ ჩემ ვაჟს ვეუბნები, რომ ცივ აუზში ჩავიდეს ძალების აღსადგენად, მეუბნება, რომ მისთვის წყალი ძალიან ცივია. ეს ნორმალური რამ არის, ის ჯერ კიდევ 10 წლისაა.
მომავალი გვიჩვენებს, რამდენად გახდება ჩემი შვილი ფეხბურთელი. მას პოტენციალი ნამდვილად დიდი აქვს. ის ძალიან სწრაფია და დრიბლინგიც კარგად გამოსდის, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ყოველთვის ვეუბნბი, რომ ძალიან დიდი შრომაა საჭირო წარმატების მისაღწევად.
რა თქმა უნდა, მასზე ზეწოლის განხორციელებას არ ვაპირებ. მისი გადასაწყვეტია, რას აირჩევს მომავალში. მთავარია საუკეთესო იყოს იმ სფეროში, რომელსაც აირჩევს,” – აცხადებს პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი.