რონალდუ: “ვნახოთ, მოინდომებს თუ არა პერესი ჩემი კონტრაქტის გახანგრძლივებას”

თარიღი: ნოემბერი 6, 2014

მადრიდის “რეალის” თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ განაცხადა, რომ “სამეფო კლუბში” ასპარეზობა მიმდინარე კონტრაქტის დასრულების შემდეგაც სურს.

“ძალიან კმაყოფილი ვარ. ახლა გუნდი შესანიშნავი ფორმაშია. ამიტომ, მეც ბოლომდე ვცდილობ დახარჯვას და გამარჯვებების მოპოვებას, რაც მე ყველაზე მეტად მიყვარს. “რეალში” 33 წლამდე, ჩემი კონტრაქტის დასრულებამდე მსურს თამაში. მერე კი ვნახოთ, მოინდომებს თუ არა პერესი ხელშეკრულების გახანგრძლივებას” – განაცხადა რონალდუმ.

შეგახსენებთ, 5 ნოემბერს რონალდუმ გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდისრისთვის განკუთვნილი “ოქროს ბუცი” მიიღო.

მსგავსი სიახლეები