რონალდუმ გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა
მადრიდის “რეალის” ფეხბურთელები კრიშტიანუ რონალდუ და დანიელ კარვახალი მომჯობინდნენ და სამშაბათს გუნდთან ერთად ივარჯიშეს კიდეც. ისინი ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩისთვის შეზღუდვების გარეშე ემზადებიან.
შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ “ბარსელონასთან” გამართულ მატჩში (2:2) დაშავდა, ხოლო კარვახალმა ტრავმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე მიუნხენის “ბაიერნის” წინააღმდეგ ჩატარებულ პირველ შეხვედრაში (2:1) მიიღო.
ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი მადრიდის “რეალსა” და “ლივერპულს” შორის 26 მაისს, კიევის ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება.