“რონალდუმ მითხრა, რომ ჩემს სხეულს დაანაწევრებდა და მდინარეში გადაყრიდა”
კრიშტიანო რონალდუს ყოფილმა მეგობარმა გოგონამ, ჯასმინ ლენარდმა პორტუგალიელ ფეხბურთელს ფსიქოპათი და მატყუარა უწოდა.
ჯასმინ ლენარდი ცნობილი ინგლისელი მოდელი, მსახიობი და ტელეწამყვანია. ის და რონალდუ ერთმანეთს ათი წლის წინ ხვდებოდნენ.
“არავინ იცის, როგორია კრიშტიანო რონალდუ სინამდვილეში. არა, მე მისი არ მეინია და დიახ, მის ბინძურ საიდუმლოებს დიდი ხანი ვინახავდი. მან მითხრა, რომ თუ სხვა რომელიმე მამაკაცთან შეხვედრას დავიწყებდი ან სახლიდან წავიდოდი, გამიტაცებდა, ჩემს სხეულს დაანაწევრებდა და მდინარეში გადაყრიდა. დიახ, მე ყველაფრის მტკიცებულება მაქვს, რაზეც ვსაუბრობ. ის ფსიქოფათია”, – ციტირებს ჯასმინ ლენარდის სიტყვებს Fox Sports.
Told me if I dated anyone else or if I left my house he’d have me kidnapped and have my body cut up and put in a bag and thrown in a river. Yes I have proof of everything I’m saying. He’s a psychopath. https://t.co/SEXdys4JUs
— QUEEN OF THE DAMNED (@Jasminelennard) January 8, 2019