რონალდუს აგენტი მოლაპარაკებას “პსჟ”-სთან იწყებს
ბოლო პერიოდში ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კრიშტიანუ რონალდუ მადრიდის “რეალთან” კონტრაქტის გახანგრძლივებას აღარ აპირებს და პორტუგალიელს კლუბის დატოვება სურს.
ესპანური გამოცემა DiarioGol-ი ავრცელებს ინფორმაიას, რომ კრიშტიანუ რონალდუმ თავის აგენტს ხორხე მენდეშს “პსჟ”-სთან მოლაპარაკების დაწყების უფლება მისცა. მიმდინარე სეზონში პორტუგალიელი მადრიდში თავს ბედნიერად ვეღარ გრძნობს და ხშირად მის სხვადასხვა თანაგუნდელთან კონფლიქტის შესახბაც საუბრობენ. თავის მხრივ კი, “პარი სენ-ჟერმენი” რომალდუს დამატებით უკვე კარგახანია რაც ინტერესდება, მაგრამ კრიშტიანუს სამეფო კლუბის დატოვება არ სურდა. საინტერესოა როგორ განვითარდება 32 წლის ფეხბურთელის ირგვლივ მოვლენები.
შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ “რეალში” 2009 წელს გადაბარგდა. ამ მომენტისათვის პორტუგალიელს რეალის მაისურით 409 შეხვედრა აქვს ჩატარებული, მის აქტივში კი 416 გოლი და 128 საგოლე გადაცემაა.