რონალდუს აგენტი პსჟ-ს პრეზიდენტს შეხვდა
ესპანურ მედიაში საინტერესო ინფორმაცია ვრცელდება.
გამოცემა AS-ის თანახმად, “პარი სენ ჟერმენის” პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი კრიშტიანუ რონალდუს აგენტ ჟორჟე მენდეშს შეხვდა. სავარაუდოდ, მხარეებმა პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის პოტენციური ტრანსფერის თემა განიხილეს.
მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ რონალდუ სამუშაო ადგილის შეცვლას გეგმავს და პრესა მის სახელს ყველაზე მეტად სწორედ პსჟ-ს უკავშირებს.
აღსანიშნავია, რომ კრიშტიანუს მიმდინარე კონტრაქტი მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელობასთან 2018 წლის ზაფხულამდეა ძალაში.