რონალდუს, დიდი ალბათობით, ოლიმპიურ თამაშებზე ვიხილავთ
მადრიდის „რეალის“ ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ, შესაძლოა, 2016 წელს ჩასატარებელ ოლიმპიურ თამაშებზე ვიხილოთ. ამის შესახებ პორტუგალიის ფეხბურთს ფედერაციის პრეზაიდენტმა ფერნანდუ გომეშმა განაცხადა.
„ეს შესაძლებელია. ჩვენ 23 წელს გადაცილებული სამი ფეხბურთელის აყვანის უფლება გვაქვს. რონალდუ ერთ-ერთი კანდიდატია. თუმცა, სიმართლე რომ გითხრათ, ბევრი ამ თემაზე ჯერ არ გვიფიქრია“, – განაცხადა გომეშა.