“რონალდუს ეშინია, რომ ბურთი სახეში მოხვდება, ის საკუთარ იმიჯზე ფიქრობს”
“იუვენტუსის” ყოფილმა თავდამსხმელმა, ნიკოლა ამორუზომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ტურინული გუნდის წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ კომენტარი კრიშტიანო რონალდუს შესახებ გააკეთა.
როგორც იცით, “იუვენტუსი” მერვედფინალში “პორტუს” დაუპირისპირდა. ორი მატჩის ჯამში (4:4), მეოთხედფინალის საგზური პორტუგალიელებმა მოიპოვეს. 9 მარტს გამართული შეხვედრის დამატებით ტაიმებში, 115-ე წუთზე სერხიო ოლივეირამ იტალიური გუნდის კარი საჯარიმო დარტყმით აიღო. ამ ეპიზოდში აშკარა იყო ცოცხალი კედლის პრობლემა, ცოცხალ კედელში კი ერთ-ერთი კრიშტიანო რონალდუ იყო.
“საჯარიმო დარტყმის დროს, მას ცოცხალ კედელში არასოდეს დავაყენებდი. კრიშტიანოს ეშინია, რომ ბურთი სახეში მოხვდება. მას ეს არ სურს, რადგან საკუთარ იმიჯზე ღელავს”, – უთხრა ამორუზომ Sky Sport Italia-ს.
Absolutely pathetic wall by Juventus against this free kick.
Ronaldo's turning his back on the ball before it's even been struck and acting so casually as if he's in a friendly not a high stakes CL game. Terrible look for a player of his calibre.pic.twitter.com/d1l1CJB6le
— NishC300 (@NishC300) March 9, 2021