რონალდუს გარეშე დარჩენილმა “რეალმა” “ლეგანესი” დაამარცხა (ვიდეო)
21 თებერვალს პრიმერადივიზიონის გადადებული, მე-16 ტურის მატჩი გაიმართა. “ლეგანესმა” საკუთარ სტადიონზე ზიდანის გადაწყვეტილებით გადახალისებული მადრიდის “რეალი” მიიღო.
მასპინძლებმა სწრაფი გოლის გატანა შეძლეს, მეექვსე წუთზე თავი ბუსტინზამ გამოიჩინა. მადრიდელთა მხრიდან ბუსტინზას ლუკას ვასკესმა უპასუხა (11′). 29-ე წუთზე კი კაზემირომ შეძლო “ბლანკოსის” წინ გაყვანა.
მეორე ტაიმის ძირითად ნაწილს “ლეგანესის” ფეხბურთელები მადრიდელთა ნახევარზე ატარებდნენ, თუმცა ბეილის შემოსვლამ კონტრ-იერიშების საშიშროება გაზარდა და საბოლოო ჯამში, გოლი კვლავ “რეალმა” გაიტანა – 90-ე წუთზე კოვაჩიჩის რეიდით გამომუშავებული პენალტი რამოსმა გამოიყენა.
“ლეგანესი”: კუელარი; ტიტო, ბუსტინზა, სიოვასი (მანტოვანი 46′), რიკო; გუმბაუ (პერესი 46′), გაბრიელი; რამოსი, ერასო, ელ ჟარი; ბეაუვუე
მთავარი მწვრთნელი: ასიერ გარიტანო
“რეალი”: კასილია; კარვახალი, რამოსი, ვარანი, ტეო ერნანდესი; კაზემირო, კოვაჩიჩი (სებალოსი 92′); ლუკას ვასკესი, ისკო (ლორენტე 87′), ასენსიო; ბენზემა (ბეილი 75′)
მთავარი მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი