რონალდუ: “ეს სწორედ ის მენტალიტეტია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვისაა საჭირო”

თარიღი: მარტი 13, 2019

ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელმა, კრიშტიანო რონალდუმ მადრიდის “ატლეტიკოსთან” გამარჯვების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

როგორც იცით, მერვედფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში “იუვემ” “ატლეტიკო” ტურინში 3:0 დაამარცხა და ორი მატჩის ჯამში (3:2) მეოთხედფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა.

“განსაკუთრებული საღამო უნდა ყოფილიყო და ასეც იყო. მხოლოდ გოლებზე არაა საუბარი, მთლიანად გუნდი შეუდარებელად გამოიყურებოდა. ეს სწორედ ის მენტალიტეტია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვისაა საჭირო და ვფიქრობ, ჩვენ სწორ გზას ვადგავართ.

“იუვენტუსმა” სწორედ ამიტომ შემიძინა, რათა გუნდს ასეთ მატჩებში დავხმარებოდი. “ატლეტიკოსთან” თამაში მართლაც ძალიან რთულია, მაგრამ ჩვენ ძლიერები ვართ და მომდევნო ეტაპზე გასვლა დავიმახურეთ. ახლა ფინალზე საუბარი ნაადრევია, წინ მხოლოდ ერთი ნაბიჯი გადავდგით”, – ციტირებს რონალდუს სიტყვებს Football Italia.

მსგავსი სიახლეები