რონალდუს პირველი კომენტარი “იუვენტუსში” გატანილი სადებიუტო გოლის შემდეგ

მადრიდის “რეალიდან” ტურინის “იუვენტუსში” გადასვლის შემდეგ, კრიშტიანუ რონალდუმ პირველად გაიტანა ოფიციალურ მატჩში. 320-წუთიანი უგოლო სერია რონალდუმ “სასუოლოსთან” მატჩში დაასრულა.
“ძალიან ბედნიერი ვარ, კარგად დავიწყეთ. “სასუოლო” თავს ძალიან კარგად იცავდა, მაგრამ ჩვენი ორგანიზებული თამაშის ხარჯზე დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ. ძალიან მინდოდა პირელი გოლის გატანა და ბედნიერი ვარ, რომ დღეს ეს შევძელი.
ეს ფეხბურთია. მთავარი, რა თქმა უნდა, გამარჯვებაა. სიმართლე გითხრათ, ძალიან მაღიზიანებდა ის ფაქტი, რომ გოლი ვერ გამქონდა და ამაზე ბევრს ლაპარაკობდნენ. მადლობას ვუხდი თანაგუნდელებს მხარდაჭერისათვის.
ჩემპიონთა ლიგა ჩემი საყვარელი ტურნირია. ძალიან რთულ ჯგუფში მოვხვდით და ვიცით, რომ ადვილად ვერ გავაღწევთ, მაგრამ “იუვენტუსი” ყველაფერს გააკეთებს, რომ საუკეთესო იყოს,” – აცხადებს პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი.