რონალდუს რეაქცია, როცა პირლომ 77-ე წუთზე შეცვალა (ვიდეო)
2 თებერვალს, იტალიის თასის ნახევარფინალური ეტაპის პირველ მატჩში “იუნვენტუსმა” “ინტერი” სტუმრად 2:1 დაამარცხა.
ტურინელთა მხრიდან ორივე გოლი კრიშტიანო რონალდუმ გაიტანა. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეა პირლომ დუბლის ავტორი 77-ე წუთზე შეცვალა. პორტუგალიელს თამაშის გაგრძელება სურდა და ის შეცვლით უკმაყოფილო იყო.
Ronaldo’s reaction to being subbed off against Inter 😧😧 pic.twitter.com/QQ8BoZ5KAt
— ESPN FC (@ESPNFC) February 3, 2021
მატჩის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებმა პირლოს ამ ეპიზოდზე შეკითხვა დაუსვეს.
“ნორმალურია, როცა ასეთ მატჩში გსურს თამაში გააგრძელო და გუნდს დაეხმარო. კონტრაქტში არ არის ისეთი პუნქტი, სადაც წერია, რომ მისი შეცვლა არ შეიძლება. მან იცის, რომ ფეხბურთელისათვის დასვენება უმნიშვნელოვანესია. კრიშტიანოს ვუთხარი, რომ უნდა დაესვენა. წინ მნიშვნელოვანი შეხვედრები გველის და დასვენება მისთვისაც კარგია”, – თქვა “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა.